Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

,,უმაღლესი განათლების  შესახებ“  საქართველოს კანონის  22-ე  მუხლის   პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი  ადმინისტრაციული  კოდექსის  51-ე მუხლის  პირველი ნაწილის, 52-ე  მუხლის   პირველი  ნაწილის,  53-ე  მუხლის   პირველი,  მეორე და  მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის  პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის  2013 წლის  11 სექტემბრის  N135/ნ ბრძანებით  დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული  პირის –ივანე ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის  პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ"   "ო"  და   "პ"   ქვეპუნქტების,   მე-9   პუნქტის, ზუსტ   და   საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის   დეკანის   2026 წლის  09 მაისის   N10250/28, ეკონომიკისა  და ბიზნესის ფაკულტეტის  დეკანის მოადგილის 2026 წლის 19 მაისის  N10979/29, სოციალურ და პოლიტიკურ  მეცნიერებათა  ფაკულტეტის  დეკანის   2026 წლის  14 მაისის   N10580/30, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2026 წლის 15 მაისის N10667/26, იურიდიული  ფაკულტეტის   დეკანის    2026 წლის 19 მაისის N10910/31-05, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის  2026 წლის  11 მაისის  N10320/27 და ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის  დირექტორის 2026 წლის    14 მაისის    N  10559/29 წარდგინებების  საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. განისაზღვროს სსიპ – ივანე   ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის   სახელმწიფო უნივერსიტეტში    2026-2027 სასწავლო   წლისათვის    ერთიანი    ეროვნული    /საერთო სამაგისტრო გამოცდების    გავლის   გარეშე   სწავლის   უფლების    მქონე   პირთათვის საბაკალავრო/სამაგისტრო/ერთსაფეხურიან საგანმანათლებლო პროგრამებზე ვაკანტური ადგილები წინამდებარე ბრძანებაზე თანდართული დანართის შესაბამისად (დანართი N1);

2. ბრძანების    უნივერსიტეტის    ოფიციალურ    ვებგვერდზე     განთავსება    დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;

3. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსებისა და შესაბამისი სტრუქტურული  ერთეულებისათვის გადაცემის  უზრუნველყოფა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.

4. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

5.წინამდებარე ბრძანება დაინტერესებული პირის  მიერ შეიძლება გასაჩივრებული  იქნას კანონმდებლობით  დადგენილი   წესით   ძალაში  შესვლის  დღიდან   1  თვის   ვადაში   ქ. თბილისის  საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64).

რექტორი ჯაბა სამუშია